среда, 19 октября 2016 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტი,მივიღე რეკომენდაციები და შენიშვნები კოლეგებისაგან,შევაფასე ჩემი კოლეგების პროექტები დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით.საბოლოოდ დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა და განვაახლე დისკზე.
ამ ტრენინგის ფარგლებში მივიღე საკმაოდ დიდი ცოდნა ახლებურად სწავლების შესახებ,პროექტების სწავლება მეტად საინტერესო იყო,ინტერნეტ რესურსების გამოყენებით სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვა მნიშვნელოვანი იყო.კარგი იქნება თუ მსგავსი ტრენინგები იქნება ცასკეული საგნების მიხედვით.

понедельник, 17 октября 2016 г.

მერვე დღე

გავეცანით საქართველოს საავტორო უფლებების კანონს,დავასრულეთ პროექტზე მუშაობა,ვიმუშავეთ ინტერნეტ რესურსების მოძიებაზე,ვნახეთ ვიდეო გაკვეთილების ნიმუშები და ვისწავლეთ მათი გადმოწერა.მოვემზადე პროექტის პრეზენტაციისათვის.ჩემი პორტფოლიო განვათავსე ბლოგზე.დღევანდელი დღე საინტერესო იყო და მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

суббота, 15 октября 2016 г.

მეშვიდე დღე

დღეს გავეცანი ტექსტის კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო,დიფერენცირებული სწავლება საინტერესო იყო,შევისწავლე სსსმ  ინდივიდუალური სამუშაო გეგმა,ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა,პროექტისათვის შესაბამისი სურათების გადმოწერა ინტერნეტიდან და ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე,თვითშეფასების კითხვები საინტერესო იყო

понедельник, 10 октября 2016 г.

მეექვსე დღე

გავეცანი შეფასების სტრატეგიებს,გავიგეთ შეფასების ხუთი მიზანი,დავხვეწე პროექტის გეგმა,დავიწყეთ პროცედურების დაწერა.დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო,რადგან ბევრი რამ განვამტკიცეთ შეფასებაზე

суббота, 1 октября 2016 г.

მეოთხე დღე

დღეს ვისაუბრე და  განვიხილე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.განვმარტე  შეფასების ხუთი მიზანი.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შეფასების დროის ჩარჩო.ვიმსჯელეთ თითოეულ კვირას რა შეფასებას გამოვიყენებთ.
დღევანდელი დღე საინტერესო იყო.

суббота, 24 сентября 2016 г.

მესამე დღე

დღეს შევისწავლე სტანდარტების მოძიება და გადმოწერა,მოვარგე ჩემს პროექტს,21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები მოვარგე თემას და შევუსაბამე პროექტს.გონებრივი იერიშით გავაანალიზე საკვანძო კითხვები და დავწერე შესაბამისი ზოგადი,შინაარსობრივი და თემატური კითხვები პროექტზე მორგებით.დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო,ვისწავლე სტანდარტების გადმოტანა და მორგება თემაზე.გამოვიყენებ სასწავლო საგაკვეთილო პროცესის დაგეგმაში.